გაერომ შსს-ს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურს დამცავი აღჭურვილობა გადასცა

პროექტის – “საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა COVID-19-ის პანდემიის უარყოფითი ზეგავლენის დასაძლევად”- ფარგლებში, გაერომ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის
სამსახურს COVID 19 -ის მიერ გამოწვეული საჭიროებების საპასუხოდ დამცავი აღჭურვილობა გადასცა.

აღნიშნული პროექტის მიზანია საქართველოს მთავრობის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მოსახლეობის მრავალმხრივი მხარდაჭერა COVID-19-ის
პანდემიით გამოწვეული უარყოფითი შედეგების დასაძლევად.
პროექტის განხორციელებაში ჩართულია გაეროს რამდენიმე სააგენტო: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) და გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA). პროგრამის თითოეული აქტივობა საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ პრიორიტეტულ საჭიროებებს პასუხობს და ასევე,
ეხმიანება გაეროს პრინციპს – „არავინ დარჩეს ყურადღების მიღმა“.
აღნიშნული დახმარება შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო
ურთიერთობების დეპარტამენტის აქტიური ჩართულობით განხორციელდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად