გაერო-მ გლობალური მიგრაციის შესახებ რეზოლუცია მიიღო

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ გუშინ საღამოს მიღებული რეზოლუციით მხარი დაუჭირა გლობალურ შეთანხმებას უსაფრთხო, მოწესრიგებული და რეგულარული მიგრაციისთვის.

გაეროს წევრი 193 ქვეყნიდან მხარდამჭერი 152 ქვეყანა იყო, 12-მა თავი შეიკავა, ხუთი წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 24 ქვეყნის წარმომადგენლები კენჭისყრის პროცედურას არ ესწრებოდნენ. აშშ-მა, ისრაელმა, უნგრეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რეზოლუციის წინააღმდეგ მისცეს ხმა.

ქვეყნები, რომლებმაც თავი შეიკავეს არიან: ალჟირი, ავსტრალია, ავსტრია, ბულგარეთი, იტალია, ლატვია, ლიბია, ლიხტენშტაინი, რუმინეთი, სინგაპური, შვეიცარია და ჩილე. 193 გაეროს წევრი ქვეყნიდან მიგრანტთა და ლტოლვილთა რაოდენობა 258 მილიონია, რაც მთელი მსოფლიოს მოსახლეობის 3,4%-ს შეადგენს.

გაეროს მონაცემების თანახმად, ქვეყნებს შორის ადამიანების გადაადგილების 80% კანონიერად ხორციელდება და ამავე დროს, 2000 წლიდან დღემდე, 60000 არალეგალური მიგრანტია დაღუპული გადაადგილების დროს.

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად