გაერომ აშშ-ის გადაწყვეტილებას, ტერორისტულ ორგანიზაციათა სიიდან ჰუსიტების ამოღებას, მხარი დაუჭირა

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია (გაერო) მიესალმება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განზრახვას, შეცვალოს წინა ადმინისტრაციის გადაწყვეტილება იემენის ტერიტორიაზე მოქმედი გასამხედროებული დაჯგუფების, ჰუსიტების, ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეყვანის შესახებ. ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სტეფან დუჯარიკმა განაცხადა.

“ჩვენ მივესალმებით აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაციის მიერ წინა ხელისუფლების მხრიდან მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას, რადგან ეს მნიშვნელოვან შეღავათს მოუტანს იმ მილიონობით იემენელს, რომლებიც  გადარჩენისათვის ძირითადად ჰუმანიტარულ დახმარებასა და კომერციულ იმპორტს ეყრდნობიან”, – განაცხადა მან.

პარასკევს, სახელმწიფო დეპარტამენტმა შეატყობინა აშშ-ის კონგრესს იემენის ამბოხებული მოძრაობის ტერორისტული სიიდან “ამოწერის” შესახებ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...