გაერო: სირიაში ჰუმანიტარული კატასტროფის საფრთხე არსებობს

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია (გაერო) იდლიბის პროვინციაში სირიის სამთავრობო ძალების ქმედებებით შეშფოთებულია. გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერიშმა ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა მოითხოვა.

“სირიის პროვინციებში ალეპოში, იდლიბსა და ჰამაში ათეულობით დასახლებული პუნქტის მიმართ საჰაერო იერიშები ხორციელდება”,-განაცხადა ორგანიზაციის პრეს-სპიკერმა შტეფან დიუჟარიკმა.

გაეროს ბავშვთა ფონდის მონაცემებით, დეკემბრის დასაწყისიდან იდლიბში 65 ბავშვი დაიღუპა, ხოლო 2019 წლის პირველ 9 თვეში- 500. გაერო კონფლიქტის ყველა მხარეს მოუწოდებს “დაიცვან მშვიდობიანი მოსახლეობა” და ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს საშუალება მისცენ, რომ დაზარალებულთა დასახმარებლად კონფლიქტის ზონაში არსებულ ვითარებაზე “შეუზღუდავი წვდომა” ჰქონდეთ.

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ გააფრთხილა საერთაშორისო საზოგადოება, რომ სირიის ჩრდილო-დასავლეთით ჰუმანიტარული კატასტროფის საფრთხე არსებობს. მან ასევე იგულისხმა ლტოლვილთა ახალი ტალღა, რომლებიც თურქეთში გადაადგილდებიან.

გაერო-ს ბავშვთა ფონდის მონაცემებით, საუბარია 130 ათას ლტოლვილზე, რომელთაგან 60 ათასი ბავშვია. თურქეთმა უკვე მიიღო 3,7 მილიონი სირიელი, თუმცა მოგვიანებით ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა ბრძანება გასცა, რომ  ეს პრაქტიკა შეჩერებულიყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად