გაერო: სირიაში ჰუმანიტარული მისიის განხორციელება გართულებულია

სირიაში გაერო-ს ჰუმანიტარული მისიის განხორციელება გართულებულია. BBC-ის ცნობით, აღნიშნულის შესახებ სირიაში ორგანიზაციის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტეფან დე მისტურამ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ გასულ კვირას, ქვეყანაში ჰუმანიტარული კოლონა ვერ გაიგზავნა. გაერო კიდევ ერთხელ მოუწოდებს კონფლიქტის მონაწილე მხარეებს, რომ საომარ მოქმედებებში 48 საათიანი პაუზა გამოცხადდეს.

სირიაში გაერო-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-მა და რუსეთმა სირიის კონფლიქტის დეესკალაციისთვის მეტი ძალისხმევა უნდა გამოიჩინონ. 

გაერო-ს ოფისის ჰუმანიტარულ საქმეთა მონაცემებით, სირიაში წლის წლის დასაწყისში 107 კოლონა საკვები პროდუქტი და ძირითადი საჭიროებების ნივთი გაიგზავნა.

9 აგვისტოს, გაერო-მ სირიის კონფლიქტის მონაწილე მხარეებს ქალაქ ალეპოში ჰუმანიტარული ოპერაციების ჩასატარებლად საბრძოლო მოქმედებების სასწრაფოდ შეწყვეტისკენ მოუწოდა. როგორც გაერო-ს ოფიციალური პირები აცხადებენ, თუ წყლისა და ელექტროგადამცემი ხაზების პრობლემა არ მოგვარდება, შესაძლოა შედეგი სავალალო იყოს.

ალეპოში შექმნილი ჰუმანიტარული სიტუაცია 8 აგვისტოს გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრების არაოფიციალურ შეხვედრაზეც განიხილეს, რომელშიც სირიაში გაერო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სტეფან დე მისტურა მონაწილეობდა, რომელმაც კოლეგებთან ერთად, სირიის კონფლიქტის პოლიტიკური გზით მოგვარების გზებზე გაამახვილა ყურადღება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...