გაერო-ს უშიშროების საბჭომ სირიის საკითხზე რუსეთის რეზოლუცია დაბლოკა

გაერო-ს უშიშროების საბჭომ სირიის ქალაქ იდლიბში სიტუაციის მოსაგვარებლად რუსეთის და ჩინეთის რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო TASS ავრცელებს.

”პროექტი არ დამტკიცებულა”, – განაცხადა გაერო-ში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვასილი ნებენზიამ.

ცნობილია, რომ 12-მა ქვეყანამ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა, მათ შორისაა შეერთებული შტატები, ბრიტანეთი, პოლონეთი და გერმანია.

რეზოლუციის ავტორები მოითხოვენ, რომ იდლიბის დეესკალაციის ზონაში საომარი მოქმედებები შეწყდეს. ამასთან, ცეცხლის შეწყვეტა ტერორისტების წინააღმდეგ განხორციელებულ ოპერაციებზე არ უნდა გავრცელდეს.

თავის მხრივ, რუსეთმა და ჩინეთმა ვეტოს უფლება გამოიყენეს გერმანიის, ქუვეითისა და ბელგიის ერთობლივი რეზოლუციის პროექტზე, რომელიც ზონაში ჰუმანიტარული ორგანიზაციების შესვლას ითვალისწინებს.

იდლიბში ე.წ. დუმილის რეჟიმი სირიის ძალებმა ცალმხრივად 31 აგვისტოს აამოქმედეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად