გაერო-ს უშიშროების საბჭო ანექსირებულ ყირიმში არსებულ ვითარებაზე იმსჯელებს

დღეს, გაერო-ს უშიშროების საბჭო ანექსირებულ ყირიმში არსებულ ვითარებაზე იმსჯელებს. შეხვედრას არა მხოლოდ უშიშროების საბჭოს წევრები, არამედ გაეროს სხვა წევრი ქვეყნების წარმომადგენლებიც დაესწრებიან. სააგენტო „უკრინფორმის“ ცნობით, ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი კისლიცმა განაცხადა.

უშიშროების საბჭოს სხდომა კიევის დროით 16:00 საათზე დაიწყება. შეხვედრაზე ისინი ანექსირებულ ყირიმში არსებულ ვითარებაზე იმსჯელებენ. უკრაინის ოფიციალურ წარმომადგენლებთან ერთად, შეხვედრაში მონაწილეობას ყირიმელი თათრების ლიდერებიც მიიღებენ.

“გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა დროებითი ოკუპირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე შექმნილი ვითარების შესახებ 16 მარტს გაიმართება.. “,- განაცხადა სერგეი კისლიცმა.

მინისტრის მოადგილე დარწმუნებულია, რომ ეს “საერთაშორისო საზოგადოების მიერ უკრაინაში რუსეთის აგრესიის მიმართ ყურადღების გამახვილებას ხელს შეუწყობს“.

მისი შეფასებით, ანექსიის მეხუთე წლისთავთან დაკავშირებით ყირიმის ანექსიის განხილვა უშიშროების საბჭოს სხდომაზე მნიშვნელოვანია.
“ჩვენ მადლიერნი ვართ პარტნიორების, პირველ რიგში საფრანგეთისა და გერმანიის, რომლების ამ ინიციატივის უპირობო მხარდაჭერრიან”, – განაცხადა სერგეი კისლიცმა.

შეხვედრაზე განიხილება ყირიმში არსებული ვითარება, სამართლებრივი და პოლიტიკური საკითხები, ადამიანის უფლებების დაცვა და უსაფრთხოების ასპექტები. უშიშროების საბჭო იმ ქმედებებს განიხილავს, რომელიც საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევად განიხილება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...