გაერო-ს ქალთა ორგანიზაცია ახალ პროექტს “ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში” იწყებს

გაეროს ქალთა ორგანიზაცია ახალ პროექტს “ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში” წარადგენს.

ღონისძიებაზე, რომელსაც საქართველოს მთავრობის, დონორი ორგანიზაციების, კერძო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან, იმ ძირითად მიგნებებსა და დასკვნებზეც იმსჯელებენ, რომლებიც ამ პროექტის ფარგლებში CRRC-საქართველოს მიერ ქალთა ეკონომიკური აქტივობის შესახებ ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა.

პროექტი “ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში” მიზნად ისახავს სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში ქალების, განსაკუთრებით კი ღარიბი და მოწვლადი ჯგუფების წარმომადგენელი ქალების, ეკონომიკურ გაძლიერებასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში მათი ჩართულობის მხარდაჭერას. პროექტის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობა განხორციელდება, რათა სამიზნე ჯგუფის წარმომადგენელმა ქალებმა შეიძინონ თუ გააძლიერონ უნარები და გამოიყენონ ეკონომიკური შესაძლებლობები. ამ მიზნით გაეროს ქალთა ორგანიზაცია საკანონმდებლო და სამთავრობო უწყებებთან ითანამშორმლებს.

საქართველოში პროექტი სამ სამიზნე რეგიონში – კახეთში, ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში გახორციელდება. პროექტი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...