გაერო-ს მუდმივი კოორდინატორი ბორჯომის ხეობის ხანძარზე: შესანიშნავი სამუშაოა ჩატარებული

სტიქიის სალიკვიდაციოდ შექმნილ საგანგებო შტაბში გაერო-ს მუდმივი კოორდინატორი და გაერო-ს განვითარების მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ნილს სკოტი მივიდა.

პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის დროს ნილს სკოტმა აღნიშნა, რომ სტიქიის შესახებ პირველივე წუთებიდან, საქართველოს მთავრობის მხრიდან ინფორმირებული იყო გაეროს ჟენევისა და თბილისის ოფისები.

"გაერო-ს მოსაზრებით, დღეს მიღწეულია უმნიშვნელოვანესი პროგრესი. ნათელია, რომ პრემიერმინისტრმა უზრუნველყო ამ მასშტაბური ოპერაციის კოორდინირება – პროცესში 1500 ადამიანია ჩართული. შედეგად, სერიოზული ხანძარი ახლა, დიდი ალბათობით, კონტროლის ქვეშაა.

ჩატარებული სამუშაოების მასშტაბი მართლაც შთამბეჭდავია. აქ ყოფნისას თვალშისაცემია ამ ხალხის მიერ, ამ დღეების მანძილზე გაწეული შრომისა და დახარჯული საათების მოცულობა. სწორედ ამის შედეგად გახდა შესაძლებელი ამ შედეგის მიღწევა და ადგილობრივი მოსახლეობის დაცვა ხანძრისაგან.

გაერო ამ პროცესის კოორდინირებასა და მხარდაჭერაში დასაწყისიდანაა ჩართული. ჩვენი მოსაზრებით, ოპერაცია ძალიან წარმატებულია. მინდა მივულოცო პროცესში ჩართულ ყველა პირს, პრემიერმინისტრის, მთავრობის და აქ მყოფი ადამიანების ჩათვლით, იმ ქვეყნების ჩათვლით, რომლებიც პროცესში მონაწილეობას იღებდნენ. შესანიშნავი სამუშაოა გატარებული", – განაცხადა ნილს სკოტმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად