გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენმდივანი: საქართველოში ტურიზმის მაჩვენებელი გაიზარდა

საქართველოში ვიზიტად მყოფი გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი, ტალებ რიფაი ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს დადებითად აფასებს და მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპისა და აზიის სამთო კურორტების საერთაშორისო კონფერენციის გამართვა ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ორი წლის განმავლობაში საქართველოში ტურიზმის მაჩვენებლი ფენომენალურად გაიზარდა.

„ეს გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის მესამე საერთაშორისო კონფერენციაა. საქართველო არის ქვეყანა, რომელიც თავისი თოვლიანი მთებით მსოფლიოში კარგად ცნობილი არ არის. აღნიშნული კონფერენციით ჩატარება მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოს დაეხმარება. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ის, რომ ბევრი ადამიანი ჩამოვიდეს საქართველოში და საერთაშორისო კონფერენციები გაიმართოს.

ორი წლის განმავლობაში საქართველოში ტურიზმის მაჩვენებლი ფენომენალურად გაიზარდა. ზრდა საუკეთესო გამონაკლისს წარმოადგენს ბოლო 4 წლის განმავლობაში. გასულ წელს საქართველოს 6,3 მილიონი საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც საუცხოო მაჩვენებელია.

მნიშვნელოვანია, რომ მყარი და პასუხისმგებლიანი ტურიზმი განვავითაროთ, რათა დავიცვათ გარემო და ადამიანები. მნიშვნელოვანია, რომ ეს ხედვები საქართველოში არსებობდეს, რათა აჩვენოს მსოფლიოს თუ რისი შეთავაზება შეუძლია მათთვის“,-განაცხადა რიფაიმ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად