გაერო-ს მომხსენებელი: ასანჟის მიმართ “ფსიქოლოგიური წამების” ფაქტზე გამოძიება უნდა დაიწყოს

გაერო-ს სპეციალურმა მომხსენებელმა ნილს მელცერმა ნიუ-იორკში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პორტალ Wikileaks-ის დამფუძნებლის ჯულიან ასანჟის მიმართ “ფსიქოლოგიური წამების” გამოყენების ფაქტზე გამოძიება უნდა დაიწყოს.

”ჩვენ მივმართეთ ყველა დაინტერესებულ სახელმწიფოს თხოვნით, რომ ეს საქმე გამოიძიონ, შეწყვიტონ მასზე ზეწოლა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ასანჟის უფლებები დაცული იყოს, რომელიც, ჩემი აზრით, სისტემატურად ირღვევა”, -განაცხადა მან.

მელცერის თქმით, რომელმაც მიმდინარე წლის მაისში, ბრიტანეთის ციხეში ექიმებთან ერთად ასანჟი მოინახულა, Wikileaks- ის დამფუძნებელი დიდი ხანია “ფსიქოლოგიური წამების ქვეშაა”.

2019 წლის აპრილში ეკვადორის ხელისუფლებამ ბრიტანეთის პოლიციას უფლება მისცა, საელჩოში წასულიყვნენ და  Wikileaks- ის დამფუძნებელი დაეკავებინათ, რომელიც იქ დაახლოებით შვიდი წლის განმავლობაში იმალებოდა.

მაისის დასაწყისში, დიდ ბრიტანეთში სასამართლომ Wikileaks- ის დამფუძნებელს გირაოს პირობების დარღვევის გამო, 50 კვირიანი პატიმრობა მიუსაჯა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად