გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ ნაციზმის შესახებ რეზოლუციის პროექტი მიიღო

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ რასიზმისა და ნაციზმის წინააღმდეგ რუსეთის მიერ შეთავაზებული რეზოლუცია მიიღო,- ინფორმაცია გაეროს ვებ-გვერდზე გავრცელდა.

დოკუმენტს მხარი 129-მა ქვეყანამ დაუჭირა, ხოლო 54-მა კენჭისყრისგან თავი შეიკავა,  წინააღმდეგი ორი ქვეყანა იყო- ამერიკის შეერთებული შტატები და უკრაინა.

რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ გაერო შეშფოთებას გამოთქვამს მსოფლიოში ექსტრემისტული მოძრაობების გააქტიურების გამო. ამასთანავე, რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ნაცისტური მოძრაობის ნებისმიერი გამოვლინება გაეროში ღრმა შეშფოთების საგანი იქნება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, მოსკოვი მოითხოვს,  რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ დოკუმენტის რატიფიცირება მოხდეს. დოკუმენტი ნოემბრის შუა რიცხვებში გაეროს მესამე კომიტეტმა დაამტკიცა, თუმცა შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ მხარი არ დაუჭირა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად