გაერო-ს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ მსოფლიომ კორონავირუსის ტესტი ვერ გაიარა

კაცობრიობამ ვერ გაიარა კორონავირუსის ტესტი, რომლის შედეგადაც დაღუპულთა რაოდნეობა უკვე მილიონს უახლოვდება. ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა ხუთშაბათს, გენერალური ასამბლეის მაღალი დონის შეკრებაზე, კორონავირუსის უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

”პანდემია აშკარად წარმოადგენს საერთაშორისო თანამშრომლობის ტესტს, რომელიც ჩვენ ვერ გავიარეთ. ვირუსმა უკვე მოკლა თითქმის მილიონი ადამიანი მსოფლიოში, დაზარალდა 30 მილიონზე მეტი და კონტროლს ისევ არ ექვემდებარება“,  – აცხადებს იგი.

”ეს არის გლობალური მზადყოფნის, ურთიერთქმედების, ერთიანობისა და სოლიდარობის არარსებობის შედეგი”, – განაცხადა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა.

“კორონავირუსი გახდა შავი ჩრდილი მთელ ჩვენი სამყაროსთვის. მაგრამ ის ასევე გახდა გაფრთხილება, რამაც მოქმედებაში უნდა მოგვიყვანოს. ჩვენ არჩევანი არ გვაქვს. ან ჩვენ გავერთიანდებით იმ გლობალური ინსტიტუტების ჩარჩოებში, რომლებიც შეესაბამება მათ მიზანს, ან დაგვჩაგრავს შუღლი და ქაოსი”, – განაცხადა მან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად