გაერო-ს გენერალური მდივანი, აშშ-ში დემონსტრანტებს, პროტესტის მშვიდობიანი გზით გამოხატვისკენ მოუწოდებს

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა მოუწოდა მომიტინგეებს შეერთებულ შტატებში, რომ თავი შეიკავონ ძალადობისგან და თავიანთი აზრი მშვიდობიანი ფორმით დააფიქსირონ.

“საჩივრები უნდა იქნას მოსმენილი, მაგრამ ისინი მშვიდობიანად უნდა გამოცხადდეს. ხელისუფლებამ კი, საპროტესტო აქციებზე რეაგირება თავშეკავებულად უნდა მოახდინოს.” – წერს გუტერში Twitter-ზე.

მინეაპოლისსა და ამერიკის სხვადასხვა შტატებში საპროტესტო გამოსვლები 46 წლის აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. ჯორჯ ფლოიდი მიმდინარე კვირის დასაწყისში მინეაპოლისში პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალადობის შედეგად გარდაიცვალა. მომხდარის გამოძიების ფარგლებში უფლებამოსილება პოლიციის ოთხ ოფიცერს შეუჩერდა, რომელთაგან ერთ-ერთი 29 მაისს დააკავეს და მკვლელობაში წაუყენეს ბრალი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად