გაერო-ს ბავშვთა ფონდის ინფორმაციით, ბეირუთში მომხდარი აფეთქების შედეგად მინიმუმ სამი ბავშვი დაიღუპა

გაერო-ს ბავშვთა ფონდს აქვს ინფორმაცია ბეირუთში მომხდარი აფეთქების შედეგად მინიმუმ სამი ბავშვის დაღუპვის შესახებ, ხოლო მინიმუმ 31 ბავშვი ჰოსპიტალიზაციას საჭიროებს. ამის შესახებ ფონდის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე, სადაც აღნიშნა, რომ ეს მონაცემები საბოლოო არ არის.

”ჩვენ ჯერ კიდევ შორს ვართ ბავშვთა შორის დაღუპულთა და დაშავებულთა სრული რიცხვის დადგენიდან. ჯერჯერობით ვიცით, რომ მინიმუმ სამი ბავშვი გარდაიცვალა, 31 კი ჰოსპიტალიზაციას საჭიროებს. გაერო-ს ბავშვთა ფონდის პარტნიორი ორგანიზაციების თანახმად, დაჭრილთა შორის დაახლოებით 1 000 ბავშვია.”, – განაცხადა მან.

ძლიერი აფეთქება მოხდა ბეირუთის ნავსადგურის რაიონში, ლიბანის საზღვაო ბაზასთან. აფეთქების ტალღამ დედაქალაქის ბევრ კვარტალში გაანადგურა და დააზიანა ათეულობით სახლი და ავტომობილი. აფეთქების შედეგად დაღუპულია 171 ადამიანი, ხოლო დაკარგულად მიიჩნევა კიდევ მინიმუმ 30 ადამიანი.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, აფეთქება გამოიწვია 2015 წელს საბაჟოზე ჩამორთმეული 2.7 ათასი ტონა ამონიუმის ნიტრატმა, რომელიც ინახებოდა საწყობში. ქვეყანაში გლოვა გამოცხადდა. კატასტროფის ზონად აღიარებულ ქალაქში, საგანგებო მდგომარეობა ორი კვირის განმავლობაში იმოქმედებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად