გაერო-ს ანგარიში: ცხოველებისა და მცენარეების მილიონობით სახეობა გადაშენების პირას არის

კაცობრიობა სულ უფრო და უფრო სწრაფად ანადგურებს ბიოსფეროს: გარემოზე ადამიანის ზემოქმედების გამო, გადაშენების პირას არის ცხოველებისა და მცენარეების მილიონამდე ჯიში და სახეობა. სწორედ ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ბიომრავალფეროვნებისა და ეკოსისტემის მომსახურების მთავრობათაშორისი სამეცნიერო-პოლიტიკის პლატფორმა IPBES-ის მეცნიერები.

„ჩვენი დასკვნა ეძღვნება იმას, თუ რამდენად სწრაფად ვარგავთ ბიომრავალფეროვნებას და რა დონეზე შეგვიძლია ჩვენ მისი სამომავლოდ შენარჩუნება. თუკი ჩვენ გვინდა, რომ ჩვენს ბავშვებს დავუტოვოთ სამყარო, რომელიც არ იქნება ადამიანის მიერ განადგურებული, მაშინ დაუყოვნებლივ უნდა დავიწყოთ მოქმედება“, – განაცხადა IPBES პროფესორმა სერ ბობ უოთსონმა.

მეცნიერების მიერ გავრცელებული მონაცემების მიხედვით, ბიოლოგიური სახეობების გაქრობა დაჩქარებული ტემპებით მიმდინარეობს, ამის მიზეზი კი, მათი თქმით, სასოფლო სამეურნეო საქმიანობებისა და მიწათმოქმედების განვითარება და გლობალური ცვლილებებია. საჭიროა საგანგებო ზომების მიღება პოლიტიკურ დონეზე, რათა თავიდან იქნას არიდებული გლობალური ეკოლოგიური კატასტროფები.

1970 წლიდან მოყოლებული, მსოფლიოს მოსახლეობა ორჯერ გაიზარდა, გლობალური ეკონომიკა გაიზარდა 4-ჯერ, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობა – 10-ჯერ. იმისათვის, რომ აჭამო, ჩააცვა და ელექტროენერგიით მოამარაგო ეს უფრო და უფრო სწრაფად მზარდი მსოფლიო, ამისათვის სულ უფრო და უფრო სწრაფად იჩეხება ტყეები, განსაკუთრებით კი ტროპიკული რაიონები.

1980-სა და 2000 წლებს შორის განადგურდა ტროპიკული ტყის 100 მილიონი ჰექტარი. მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაჩქარებულია ურბანიზაციის პროცესი, 1992 წლიდან მოყოლებული, გაორმაგდა ქალაქების ფართობი.
ანგარიშის ავტორების თქმით, ამ ეტაპზე, განადგურების პირას არის პლანეტის ცხოველებისა და მცენარეების სახეობების 25%.

უცნობია გლობალური ტენდენციები მწერების ეკოლოგიის სფეროში, თუმცა ყველასთვის კარგად არის ცნობილი ფუტკრებისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების სხვადასხვა სახეობის მწერების მასობრივი განადგურების ფაქტები.
ყოველწლიურად ჩვენ მსოფლიო ოკეანეში ვყრით 300-400 მილიონ ტონა ნარჩენებს, რომლებშიც მაღალია მძიმე მეტალების, ტოკსიკური ნივთიერებების და სხვა რეაგენტების შემცველობა.

ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ ამ პროცესების მიღმა დგას მთელი რიგი ფაქტორებისა, თუმცა, მათი თქმით, ერთ-ერთი მთავარი ამ მიზეზებს შორის, ადამიანების მიერ მიწის გამოყენების ტაქტიკის ცვლილებაა.

1980 წლიდან მოყოლებული, სასოფლო სამურნეო წარმოების ზრდის მაჩვენებლის ნახევარზე მეტი, ტყეების გაჩეხვის შედეგად იქნა მიღწეული. ცხოველებისა და მცენარეების ჯიშებისა და სახეობების შესწავლული ნაწილიდან, გადაშენების პირას დგას 25%. ბუნებრივი ეკოსისტემები 47%-ით შემცირდა.

ყველაფერი იმაზე არის დამოკიდებული, თუ რა ზომებს მიმართავს მსოფლიო. ანგარიშის ავტორები სამომავლო განვითარებისთვის სხვადასხვა სცენარებს განიხილავენ. ყველაფერი კი იმაზე მიანიშნებს, რომ 2050 წლამდე ცუდი ტენდენციები განვითარდება.

მხოლოდ ერთი სცენარია, რომელიც არ გამოიწვევს ეკოლოგიურ კატასტროფას, იგი დაფუძნებულია იმაზე, რომ კაცობრიობამ მთლიანად უნდა შეცვალოს სასოფლო სამეურნეო მოქმედებები. ეკოლოგები მსგავს ცვლილებებს ტრანსფორმაციულს უწოდებენ.

ანგარიშში არ არის მოყვანილი რეკომენდაციები, რომლებსაც უნდა მიჰყვნენ ესა თუ ის ქვეყნები. ამის ნაცვლად, მასში მოყვანილია მითითებები შესაძლო ზომების მისაღებად. ანგარიშის ერთ-ერთი მთავარი იდეა უსასრულო ეკონომიკურ ზრდაზე უარის თქმა არის.

გლობალური კლიმატის ცვლილება კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფუნდამენტური ფაქტორია, რომელიც ბიოსფეროს უქმნის საფრთხეს და შესაძლოა გაანადგუროს. ტრანსფორმაციული ცვლილებების შესახებ იდეა მხოლოდ ხელისუფლებებსა და ადგილობრივ მმართველობებს არ უკავშირდება. მის განხორციელებაში ცალკე სახეებსაც შეუძლიათ ცვლილებების შეტანა.

ანგარიშის ავტორები აგრეთვე აღნიშნავენ, რომ უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება პოლიტიკურ გადაწყვტილებებსა სიტუაციის გადაჭრასთან დაკავშირებით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად