გაერო: მსოფლიოში 820 მილიონი ადამიანი შიმშილობს

2018 წლის მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით 820 მილიონი ადამიანი შიმშილობს, რაც პლანეტაზე ყოველი მეცხრე ადამიანია. ამის შესახებ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD), მსოფლიო სასურსათო პროგრამის (WFP) და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ერთობლივ ანგარიშშია აღნიშნული.

ორგანიზაციების მონაცემების მიხედვით, 2017 წელს 811 მლნ ადამიანი შიმშილობდა, თუმცა 2005 წელს შიმშილის შედეგად დაზარალებულთა რიცხვი გაცილებით მეტი იყო – 947 მილიონი ადამიანი.
ისინი აღნიშნავენ, რომ მდგრადი განვითარების მიზნის მიღწევა და შიმშილის პრობლემის სრულად აღმოფხვრა 2030 წლისთვისაც არ იქნება შესაძლებელი.
გაერო აღნიშნავს, რომ ყველაზე მეტი ადამიანი აფრიკაში (20%) და აზიაში (12%) შიმშილობს. ძირითადი მიზეზებია კლიმატის ცვლილება, ამინდის პირობები, შეიარაღებული კონფლიქტები და ეკონომიკური განვითარების ნელი ტემპი.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ 2015 წელს დაახლოებით 20.5 მილიონი ბავშვი ნორმაზე ნაკლები წონით დაიბადა. ასევე, მცირეწლოვან ბავშვთა რიცხვი 6 წლის განმავლობაში 10 პროცენტით შემცირდა.

შიმშილის მაღალი მაჩვენებლების პარალელურად, პლანეტაზე მცხოვრები ყველა ბავშვები, რომლებიც აფრიკასა და აზიაში ცხოვრობენ, არაჯანსაღ საკვებს იღებენ.
ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ შიმშილის მაჩვენებელი იმ ქვეყნებში იზრდება, სადაც სოციალური უთანასწორობის პრობლემა მწვავეა.
გაერო აღნიშნავს, რომ დაახლოებით 1.3 მილიარდი ადამიანი სრულყოფილად ვერ იკვებება, რის გამოც მათ ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ.

“ამ სახიფათო ტენდენციების წინააღმდეგ ბრძოლის ზომები უფრო გადამწყვეტი და ამბიციური უნდა იყოს, ამ სფეროში თანამშრომლობა უნდა გავაძლიეროთ. ჩვენ მხარს ვუჭერთ ინკლუზიური, სტრუქტურული რეფორმების განხორციელებას”,-აცხადებენ ორგანიზაციის ხელმძღვანელები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...