გაერო-მ ჩილეს ხელისუფლება ადამიანთა უფლებების დარღვევაში დაადანაშაულა

გაერო-მ ჩილეს ხელისუფლება აქციის მონაწილეების მიმართ „გადაჭარებებული“ და „გაუმართლებელი“ ძალის გამოყენებაში დაადანაშაულა.

გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიერ გამოქვეყნებული მოხსენების თანახმად, დაზარალებულთა “საგანგაშოდ დიდი რაოდენობა დაფიქსირდა”: მინიმუმ 345 ადამიანს თვალის არეში დაზიანებები აღენიშნება.

”ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ საპროტესტო აქციების დროს, პოლიციამ რეპრესიული ზომები ხშირად გამოიყენა”, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ იმმა გერას-დელგადომ ჟენევაში გაერო-ს ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

”ადამიანის უფლებათა დარღვევები მოიცავს ძალის გადაჭარბებულ ან გაუმართლებელ გამოყენებას, რამაც უკანონო მკვლელობები და ტრავმები, თვითნებური დაკავება, წამება და არასათანადო მოპყრობა გამოიწვია, მათ შორის სექსუალური ძალადობა”, – დასძინა ექსპერტმა.

ჩილეს ადამიანის უფლებათა საკითხებში მინისტრის მოადგილემ, ლორენა რეკაბარენმა აღნიშნული ანგარიში გააკრიტიკა და ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მთავრობა მზად იყო, მოხსენებაში მითითებული „არაზუსტი“ და „არარელევანტური“ ინფორმაცია გამოსწორებულიყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად