გაერო-მ ასადის რეჟიმი მოსახლეობის წინააღმდეგ აკრძალული იარაღის გამოყენებაში დაადანაშაულა

პარასკევს, 12 ივლისს, გაერო-ს წარმომადგენლებმა ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ აკრძალული იარაღის გამოყენებაში დაადანაშაულეს. ინფორმაციას სააგენტო Anadolu ავრცელებს.

“გაერო მკაცრად გმობს სირიის ხელისუფლების მიერ დასახლებულ პუნქტებში აკრძალული საბრძოლო მასალის გამოყენებას, მათ შორისაა ბალისტიკური რაკეტები და კასეტური ბომბები. ასევე ასადის რეჟიმი მოსახლეობის შიმშილშია დამნაშავე, რომელთაც მშვიდობიანი მოსახლეობა ალყაში მოაქციეს და აკრძალულ მეთოდებს იყენებენ”, – ნათქვამია გაერო-ს მიერ მიღებულ დოკუმენტში.
თურქეთი და რუსეთი გასული წლის სექტემბერში შეთანხმდნენ, რომ იდლიბის დე-ესკალაციის ზონაში ცეცხლი შეწყდებოდა.

თუმცა, სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლის შეწყვეტის პირობები დაარღვიეს, რის შემდეგაც თავდასხმები გახშირდა.
მაისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბაშარ ასადის რეჟიმმა სირიის პროვინცია იდლიბში, დეესკალაციის ზონაში დასახლებულ პუნქტებზე იერიში მიიტანა, რის შედეგადაც 6 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებმა რუსეთი და ასადი სირიაში სამოქალაქო პოზიციების დაბომბვაში დაადანაშაულეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...