გაერო ებოლას გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლისთვის 15 მილიონ დოლარს გამოყოფს

გაეროს გენერალური მდივნის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შტეფან დუჯარიკმა განაცხადა, რომ ორგანიზაცია აპირებს გამოყოს თანხები ებოლას ეპიდემიასთან საბრძოლველად.

მისივე თქმით, გაერო-ს ჰუმანიტარულ საქმეთა გენერალურმა მდივანმა მარკ ლუკოკმა განაცხადა, რომ 15 მილიონი დოლარი გამოიყოფა გვინეასა და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკებისთვის.

დუჯარიკმა განაცხადა, რომ თანხები განაწილდება საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ცენტრალური ფონდის მეშვეობით.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფინანსები დაეხმარება ქვეყნებს, შეამცირონ დაავადების გავრცელება თავიანთ რეგიონებში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...