გაერო: 59 მილიონამდე ბავშვს აუცილებელი ჰუმანიტარული დახმარება ესაჭიროება

გაერო-ს ბავშვთა ფონდის მონაცემებით, 59 მილიონამდე ბავშვს აუცილებელი ჰუმანიტარული დახმარება სჭირდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ჟენევაში, გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ ჰუმანიტარულ და საგანგებო დახმარების საკითხებში, მარკ ლოკოკმა განუცხადა.

მან ომის მსხვერპლ ბავშვებს, ლოკოკმა “დაკარგული თაობა” უწოდა.

”დღეს ქალები და გოგონები სექსუალური ძალადობის მსხვერპლი არიან. კონფლიქტურ ზონებში, ხუთი ადამიანიდან ერთს ფსიქიკური პრობლემები აქვს”, – განმარტა მან.

როგორც ლოკოკმა განაცხადა, სწორედ შეიარაღებული კონფლიქტების გამო, დღეს გაერო-ს ჰუმანიტარული საქმეთა ოფისს 4-5 ჯერ მეტი თანხა სჭირდება, ვიდრე ათი წლის წინ.

მისი თქმით, პლანეტაზე ჰუმანიტარული კრიზისების კიდევ ერთი მიზეზი, სულ უფრო და უფრო ხდება ბუნებრივი კატასტროფები, რომლებიც კლიმატის ცვლილებასთანაა დაკავშირებული, მაგალითად, გვალვის შედეგად გამოწვეული შიმშილი.

არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა დონორ ქვეყნებს მოუწოდა, გაჭირვებულთათვის თანხები გამოყონ. გაეროს და მისი პარტნიორი ორგანიზაციების შეფასებით, ამ მიზნით 2020 წელს ორგანიზაციას თითქმის $ 29 მილიარდი დასჭირდება. დაგეგმილია, რომ ჰუმანიტარული დახმარება  53 ქვეყანაში გაიგზავნება, ამთ შორის ავღანეთში, ერაყში, ჰაიტისა და ზამბიაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად