გაერო: 2016 წელს ხმელთაშუა ზღვაში 40 ათასამდე მიგრანტი დაიხრჩო

2016 წლის მონაცემებით, მიგრაციული კრიზისის დაწყების შემდგომ ხმელთაშუა ზღვაში 3740 ადამიანი დაირხჩო. ამის შესახებ ინფორმაციას გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის სპიკერი, უილიამ სპინდლერი ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, მსხვერპლთა უმრავლესობა ლიბიისა და იტალიის სანაპიროსთან დაიღუპა. მისი განმარტებით, ამჟამად ლტოვილთა ნაკადის მატების გამო, სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდის კიდევ უფრო მაღალი რისკი არსებობს.

„მიმდინარე წელს ხმელთაშუა ზღვის ევროპულ სანაპიროებზე დაახლოებით 328.000 მიგრანტი ჩავიდა, მათგან 3740 პირი დაიხრჩო. ეს ყველაზე საშინელი მონაცემებია, რომ ჩვენ ოდესმე გვინახავს", – განაცხადა გაერო-ს წარმომადგენელმა.

მისი თქმით, ტრაგიკული ინციდენტები ყველაზე ხშირად მაშინ ხდება, როდესაც მიგრანტები და ლტოლვილები ძველ და მოგზაურობისთვის შეუსაბამო ნავებს იყენებენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...