გადაუღებელი წვიმის შედეგად ქუთაისში მოსახლეობის ნაწილი დაზარალდა

ქუთაისში ორი დღეა გადაუღებლად წვიმს. უხვმა ნალექმა მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა. დაიტბორა ავტოქარხნის დასახლებაში ხარებავას ქუჩის ნაწილი.

 

მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ამბობენ, რომ პრობლემა დიდი ხანია აწუხებთ. დატბორილია 37-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაც.

„დიდი ხანია ეს პრობლემა გვაქვს. მთავარი რაც გვაწუხებს, არის ის, რომ არ გვაქვს სანიაღვრე არხი. შარშან რამდენიმე ადგილას გაკეთდა სანიაღვრე, თუმცა ეს ბოლო ადგილი დარჩა გაუკეთებელი. წვიმის დროს ნიაღვარი მოდის და წყალი აქ გროვდება“, –  აცხადებს შილაკაძე გიორგი, ადგილობრივი მცხოვრები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...