გადაყვანილი მგზავრების მიხედვით საავიაციო ბაზარზე “Wizz Air” ლიდერობს

2019 წლის 9 თვეში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით, საქართველოს საავიაციო ბაზარზე კვლავ “Wizz Air” ლიდერობს. დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ბაზრის 15%-იან წილს ფლობს. 11%-იანი წილობრივი მაჩვენებლებით მეორე და მესამე ადგილზე “Turkish Airlines”-ი და “Georgian Airways”-ი იმყოფებიან.

რეგულარული და მრავალჯერადი ჩარტერული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის/პროცენტული წილის მიხედვით პირველი ათეული ასე გამოიყურება:

  • ავიაკომპანია Wizz Air – 592 988 მგზავრი 15%;
  • ავიაკომპანია Turkish Airlines – 443 932 მგზავრი 11%;
  • ავიაკომპანია Georgian Airways – 435 208 მგზავრი 11%;
  • ავიაკომპანია Ural Airlines – 190 341 მგზავრი 5%
  • ავიაკომპანია Pobeda Airlines – 180 684 მგზავრი 4%;
  • ავიაკომპანია Ukraine International Airlines (UIA) – 168 672 მგზავრი 4%;
  • ავიაკომპანია Fly Dubai – 166 259 მგზავრი 4%;
  • ავიაკომპანია Pegasus – 135 494 მგზავრი 3%;
  • ავიაკომპანია Air Arabia – 107 535 მგზავრი 3%;
  • ავიაკომპანია SkyUp Airlines – 115 070 მგზავრი 3%

პროცენტული თანაფარდობა ქართულ და უცხოურ ავიაკომპანიებს შორის შემდეგია: 12% ქართული ავიაკომპანიები (488 317 მგზავრი) და 88% უცხოური ავიაკომპანიები (3 569 002 მგზავრი).

რეგულარული და მრავალჯერადი ჩარტერული რეისების შედეგად 2019 წლის ცხრა თვეში გადაყვანილია 4 057 319 მგზავრი. ერთჯერადი ჩარტერების ჩათვლით, საქართველოს აეროპორტები სულ 4 139 955 მგზავრს მოემსახურა.

2019 წლის 6 თვის, ასევე ავიაკომპანიების გასული წლების წილობრივი თანაფარდობის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ ჩვენს ვებ-გვერდზე იხილოთ:

http://www.gcaa.ge/geo/number%20of%20pax%20by%20airlines.php

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად