გადამზადების ტრენინგები მწვრთნელებისათვის

● 20-24 სექტემბერს, ქ. ბათუმში, აჭარაში არსებული საჯარო და სასპორტო სკოლების ფიზიკური აღზრდის მასწავლებელთა და მწვრთნელთა გადამზადების მიზნით ტრენინგები ჩატარდება.

● დღეს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, მინისტრი მაია ხაჯიშვილი, მოადგილე ბადრი ნაკაშიძე, სპორტის დეპარტამენტის უფროსი ლაშა ჩავლეშვილი და მოადილე მინდია ქათამაძე, საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წამყვან პროფესორ-მასწავლებლებს, მათ შორის, რექტორს ჯემალ ძაგანიას, პროექტის ხელმძღვანელს მერაბ მეტრეველსა და პროექტის მენეჯერს დავით სახვაძეს შეხვდნენ, რომლებიც ზემოხსენებული ტრენინგის ხელმძღვანელები გახლავთ.

●ტრენინგში მონაწილეობას აჭარის ყველა მუნიციპალიტეტიდან 14-14, ბათუმიდან – 60, ჯამში – 130 ფიზიკური აღზრდის მასწავლებელი და მწვრთნელი მიიღებს მონაწილეობას.

●თანამედროვე სპორტში მუდმივად მიმდინარეობს ახალი მეთოდოლოგიების და ტექნოლოგიების დანერგვა, იზრდება საწვრთნელი პროცესის ინტენსივობა, ვითარდება და იხვეწება სპორტსმენების ფსიქოლოგიური მომზადების პრინციპები. საწვრთნელი პროცესის მაღალ დონეზე წარმართვისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მწვრთნელების სისტემატიური გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება.

● შეხვედრაზე, სამინისტროს წარმომადგენლებმა საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადეს მნიშვნელოვანი პროექტის დაწყებისათვის და შეთანხმდნენ, რომ სამომავლოდ აღნიშნული პროექტი გაგრძელდება, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ მწვრთნელთა, არამედ საჯარო სკოლების ფიზიკური აღზრდის მასწავლებელთა გადამზადებასაც.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად