გაჩეჩილაძე: საქართველოს ხელისუფლება ვერასოდეს აღიარებს იმ სიყალბეს, რისი „შეტენვაც“ უნდოდა „ენმ”-ს

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა  გია გაჩეჩილაძე ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე რეზოლუციის ჩაგდებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, როცა კომიტეტის ფარგლებში საქმე საქართველოს ინტერესებს ეხებოდა, როგორც წესი, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ნორმალური პოზიციის დაფიქსირებას ხელს უშლიდნენ და მათ არც ერთხელ მიუციათ ხმა იმ რეზოლუციისთვის, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას ეხებოდა.

“ნატო-სთან ურთიერთობა ინტენსიური გახდა. შავი ზღვის ნატო-ს პროგრამაში საქართველოს მონაწილეობა ახლა იხილება და ამ ფონზე ეს პროცესები ვითარდება. ოპოზიციის ქმედებები სახელმწიფოს წინააღმდეგ არის მიმართული, რომ საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაცია როგორმე ჩაიშალოს. ეს არის რუსული რბილი ძალა, რომელიც საქართველოში დიდი ხანია, მოქმედებს. როცა ხელისუფლებაში იყვნენ, ფაქტობრივად, ყველაფერი რუსეთს დაუთმეს, მათ შორის, საქართველოში რუსული სამხედრო ბაზების რეანიმაცია მოახდინეს, რომელიც გასული იყო და ამით რუსეთი გააძლიერეს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში“, – განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ.

გია გაჩეჩილაძე რეზოლუციის ჩაგდების თაობაზე თამარ ჩუგოშვილის კრიტიკასაც გამოეხმაურა.

შეგახსენებთ: 13 თებერვალს, სტრასბურგში ევროკავშირი-საქართველოს ​ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციის ტექსტზე შეთანხმება ვერ შედგა, რის გამოც დოკუმენტი კენჭისყრაზე ჩავარდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად