A1 ბანერი

გაჩეჩილაძე: მე და ჩემმა ძმამ ცოტა ვიკონფლიქტეთ, რადგან ამ ეტაპზე პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებს

ამის შესახებ მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ, იგივე უცნობმა გადაცემაში “პირველები” განაცხადა.

“ცოტა ვიკონფლიქტეთ მე და ლევან გაჩეჩილაძემ ამ თემაზე, ის უნდა დაბრუნებულიყო თუ არა პოლიტიკაში. ლევანი მყარად იმ აზრზეა, რაც ნინო ჟიჟილაშვილმა თქვა. ის ამ ეტაპზე არ აპირებს პოლიტიკაში დაბრუნებას. თან იავადმყოფა, ოპერაცია გაიკეთა.

იმიტომ კი არ ვთხოვ მე, რომ იდეაფიქსი მაქვს, პოლიტიკაში დაბრუნდეს, უბრალოდ ის სჭირდება დღეს ქართულ პოლიტიკურ სივრცეს, მაგრამ იმდენად ეზიზღება ეს სფერო, რომ ყოველ შემთხვევაში დღეს ასე ფიქრობს”, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...