გაჩეჩილაძე: გადაცემის გაკეთებას ვაპირებ, პროექტიც დაწერილი მაქვს, რომელსაც საზოგადოებრივ არხზე შევიტან

ამის შესახებ მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ, იგივე უცნობმა გადაცემაში “პირველები” განაცხადა.

“გადაცემის გაკეთებას ვაპირებ. დაწერილი მაქვს ამის პროექტიც. ვაპირებ, რომ შევიტანო საზოგადოებრივ არხზე. იმიტომ, რომ არ დამწამოს არავინ, რომ რომელიმე ტელევიზიას განვეკუთვნები და ვინმეს პროექტი ვარ. ზუსტად ეს არის ჩემი მიზანი, რომ ტელეგადაცემით მინდა, ახალი ძალის ფორმირებაში მივიღო მონაწილეობა. თუ ამის შესაძლებლობას არც მომცემენ და უარს მეტყვიან, სხვა ტელევიზიაში წავალ. პოლიტიკური ძალის შექმნაზე კი არ მაქვს ლაპარაკი, არამედ ახალი და კარგი ადამიანების წაროჩინება მინდა”, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...