გაჩეჩილაძე ბოკერიაზე: საინტერესოა, რა შედეგი მიიღო მაშინ, როდესაც საიდუმლო გრიფით ბიუჯეტის ფულებს ფანტავდა

 „გიგა ბოკერია თავად არის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ლობისტებისთვის ათეულობით მილიონის გადახდის უშუალო მონაწილე და მან ძალიან კარგად იცის თუ რა შედეგი ექნება ამას. საინტერესოა, რა შედეგი მიიღო მან მაშინ, როდესაც ის საიდუმლო გრიფით ბიუჯეტის ფულებს ფანტავდა“.

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია გაჩეჩილაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ვერ აღიქვამდა იმ საფრთხეს, რომელიც მოდის ნაციონალური მოძრაობიდან, მისი ჩრდილოეთ კავშირებიდან გამომდინარე.

„საჭიროა სწორი და ზუსტი ინფორმირება, რისთვისაც შეიქმნა ახალი ურთიერთობები ლობისტურ ფირმებთან. სამწუხაროდ, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ვერ აღიქვამდა იმ საფრთხეს, რომელიც მოდის ნაციონალური მოძრაობიდან, მისი ჩრდილოეთ კავშირებიდან გამომდინარე. გასარკვევი ამბავია – მარტო მოქმედებს თუ ისინიც ეხმარებიან ასეთ საკითხებში. ამიტომ, ბუნებრივია დროზე უნდა შექმნილიყო ლობისტური ორგანიზაციები, რომ როგორმე დაებალანსებინათ ეს მოქმედებები, რომელიც ცრუ ინფორმაციის გავრცელებასთან არის დაკავშირებული. იმედი მაქვს, რომ ახალი მოქმედებები და ახალი ლობისტური ორგანიზაციები, რომლებიც იმუშავებენ საქართველოზე, ისინი ზუსტ ინფორმაციას ჩაიტანენ“, – განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად