გაბზარული კედლები, ჩამტვრეული იატაკი და ჩამოცვენილი ბათქაში – ასე გამოიყურება ნიკოსეული სასახლე ზუგდიდში

გაბზარული კედლები, ჩამტვრეული იატაკი და ჩამოცვენილი ბათქაში – ასე გამოიყურება ზუგდიდში მდებარე ახლადრეაბილიტირებული ნიკოსეული სასახლე. არადა, 2020 წელს ბიძინა ივანიშვილის ფონდმა “ქართუმ”, ზუგდიდში დადიანების სასახლეში ნიკოსეული სასახლის სრული რეკონსტრუქცია განახორციელა.

სასახლის პირველ სართულზე არსებულ ორ ოთახში იატაკის დემონტაჟი განორციელდა.
როგორც სასახლის კურატორი ანზორ ოკუჯავა აცხადებს, მაღალი ნესტიანობის შედეგად შენობის პირველ სართულზე სოკო გავრცელდა, რამაც იატაკი და კედლის გარკვეული ნაწილი დააზიანა.

მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმირებულია კომპანია რომელმაც სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა და უახლოეს მომავალში პრობლემის აღმოფხვრა მოხდება.

კომენტარები
იტვირთება...