გაბუნია: თუ ოპოზიცია ასე გააგრძელებს, ბიძინა 2030-მდე დარჩენის დაპირებასაც შეგვისრულებს (ვიდეო)

გიორგი გაბუნიას განცხადებით, ოპოზიცია ახლა აჟიტირებულია, თუმცა აჟიტირების მიზეზი არ აქვთ.

“მე მეღიმება მართლა იმ აჟიტირებაზე, რომელიც ბევრ რიგით ადამიანს და პოლიტიკოსსაც ემართება ხოლმე ისეთ სიტუაციაში, როგორშიც ახლა ვართ. აი, ახლა ნამდვილად მორჩა ბიძინა, დასრულდა და ამით ძალიან ბედნიერები არიან.

გამაგებინეთ, რამდენი წელი აპირებენ ამის გამეორებას? თვითონაც სჯერათ ალბათ რასაც ამბობენ, არ მინდა ვიფიქრო ის, რომ მოსახლეობას ატყუებენ. რატომ ელოდება ოპოზცია მუდმივად ბიძინას ტრიუკებს? რატომ ცხოვრობს მუდმივად ბიძინას დაგეგმილი დღის წესრიგით? იმის ნაცვლად, რომ თავად იყოს პროაქტიული და იქეთ მოუწყოს ბიძინას ტრიუკები? ამის ნაცვლად, ოპოზცია სრულიად რეაქტიულია, მოქმედებს ბიძინა, პოლიტიკოსები კი შემდეგ რეაგირებენ.” – განაცხადა გიორგი გაბუნიამ თავის პროლოგში.

გიორგი გაბუნიას თქმით, ბიძინა ივანიშვილს ეს ყველაფერი გათვლილი ჰქონდა

“ვინმეს ის ჰგონია, რომ ხალხმრავალი მიტინგი ახლა მისთვის მოულოდნელი იყო? და ეს არ ჰქონდა გათვლილი ოლიგარქს?  მოულოდნელი, ჩემი აზრით იყო 20 ივნისის ამბები და მაშინ პანიკაში ჩავარდნილმა დათმო პარლამენტის თავმჯდომარეც და არჩევნების სისტემაც. მაგრამ როგორც კი მოეგო გონს, მაშინვე გადაიფიქრა ყველაფერი.

ახლა, მე მაინტერსებს, რას აკეთებდა მთელი იმ ხნის განმავლობაში ოპოზიცია, როცა ბიძინა კონკრეტულ გათვლებს აკთებდა და როგორ მოემზადნენ ამ მომენტისთვის?!  რა გეგმა შეიმუშავეს ოპოზიციონერებმა? სამწუხაროდ, მე მათ თქვენთან ერთად ვუსმენ და ვხვდები, რომ ახლაც კი არ იციან, რა უნდა ქნან. მოვლენები ქუჩაში სპონტანურად ვითარდება, მივვარდით იქ, გამოვვარდით აქ,  ჩავკეტეთ ის, ჩავკეტეთ ეს, იქ ტომარა მივიტანეთ, აქ ქვა დავყარეთ, გავლანძღეთ ბიძინა და ბოლოს დავიშალეთ.

მე რასაც ვხედავ, კონკრეტული სამოქმედო გეგმა ოპოზიციას არ აქვს, არადა მათ სწორედ იმდენი დრო ჰქონდათ, რამდენიც ბიძინას, მაგრამ ბიძინამ ეს დრო სათავისო გამოიყენა, ოპოზიციამ კი გაფლანგა.” – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

ბიძინა 2030 წლამდე ხელისუფლებაში დარჩენის დაპირებასაც შეგვისრულებს," – გიორგი გაბუნიას ეპილოგი

"თუ ოპოზიცია ასე გააგრძელებს, ბიძინა 2030 წლამდე ხელისუფლებაში დარჩენის დაპირებასაც შეგვისრულებს," – გიორგი გაბუნიას ეპილოგი

Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on კვირა, 17 ნოემბერი, 2019

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად