გაბუნია: საქართველოში კორონავირუსზე ტესტებს სამი კატეგორიის პირებისთვის ჩაატარებენ

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ალგორითმში უკვე განსაზღვრულია სქემები და ტესტირებები უახლოეს მომავალში დაიწყება.

თამარ გაბუნიას გაბუნიას განმარტებით, ტესტებს იმ პირებსაც ჩაუტარებენ, ვინც კლინიკებს ცხელების სიმპტომებით მიმართავს. ასევე, სამედიცინო პერსონალს, ვინც მაღალი რისკის კლინიკებში მუშაობს ან ასევე ორგანიზებულ-ინსტიტუციურ დაწესებულებებში იმყოფებიან.

„სტანდარტი კვლავ რჩება PCR მეთოდით ტესტირება, მაგრამ ასევე არის განსაზღვრული სწრაფი ტესტების ადგილი, ეს შეეხება როგორც ანტიგენზე, ასევე ანტისხეულებზე დამყარებულ ტესტებს. ალგორითმში განსაზღვრულია სქემები პაციენტთა სამი კატეგორიისთვის. ეს გახლავთ პირელ რიგში კვლავაც სიმპტომური პაციენტები, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ საეჭვო შემთხვევის განმატებას, უკავშირდებიან მოგზაურობის ანამნეზს და გამოხატული აქვთ ის კლინიკური ნიშნები, რაც შესაძლოა იყოს კორონავირუსის მაჩვენებელი. თუმცა, მნიშვნელოვანია ჩვენ ტესტირების მაჩვენებელი შევქმნათ იმ პირებისთვის უკვე, ვისაც არ ჰქონია მოგზაურობის ანამნეზი. ამდენად, ალგორითმი ითვალისწინებს იმ პაციენტების ტესტირებას, რომლებიც ამბულატორიულ კლინიკებს ან ჰოსპიტალს მიმართავენ ცხელების სიმპტომებით. ამ შემთხვევაში ჩვენ უკვე გვაქვს მზაობა იმის, რომ ე.წ. ცხელების კლინიკებში, სადაც პაციენტის მართვისთვის გვაქვს სპეციალური ზონა ინფექციის კონტროლის პრინციპების დაცვით მოხდეს პაციენტის დაყოვნება 24 საათის განმავლობაში, მისი შეფასება კორონავირუსზე და შემდეგ უარყოფითი ან დადებითი პასუხის მიხედვით პაციენტის მართვა”-განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად