გაბუნია: მოქალაქე ყურადღებას იმდენჯერ იგრძნობს, რამდენჯერაც ჩემი სამსახური დასჭირდება

"ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ნაძალადევის 19-ე ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა ზაზა გაბუნიამ, თემქაზე, 3მ/რ, 5 კვარტალში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" ავრცელებს. 

მაჟორიტარობის კანდიდატი მოსახლეობას დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, დასაქმების გეგმასა და თემქის პოტენციალის განვითარების შესახებ ესაუბრა. კანდიდატმა ამომრჩეველს ასევე ის ძირითადი საკითხები გააცნო, რომლებზე მუშაობასაც მისი არჩევის შემთხვევაში პარლამენტში აპირებს.

"ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებ, რომ მოქალაქემ იგრძნოს ყურადღება იმდენჯერ, რამდენჯერაც მას ჩემი სამსახური დასჭირდება",-განაცხადა გაბუნიამ. 

სამომავლო გეგმების გაცნობის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად