გაბუნია კობახიძეს: ყველგან მიშაა, თქვენც აღარ ვიცი, რომ გიყურებთ… მიშა ხართ თუ არა

მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “გიორგი გაბუნიას ინტერვიუ ხელისუფლებასთან”, “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიერ გამოთქმულ ვარაუდზე, რომლის მიხედვითაც, ექსპრემიერ გახარიას უკან შესაძლებელია საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყოს, გიორგი გაბუნია ირაკლი კობახიძეს ეკითხება:

“მთლად გაუგონარ ამბავს ვისმენთ, რომ დააკვირდეთ, ადამიანებმა, რომლებმაც ვიღაც რიგით დეპუტატს კი არა მთლად გიორგი გახარიას, პრემიერმინისტრს, ასეთ პედესტალზე შემდგარ “ქართული ოცნების” კვინტესენციას მისცა ხმა და აღმოჩნდა, რომ იქაც მიშასთვის მიუცია ხმა. იმიტომ ვახსენე “მატრიცა” ბოლო სერია, რომაა ხო იცით, ყველა, რომ აგეტი სმიტია სადაც გაიხედავ. ყველაგან მიშაა, თქვენ აღარ ვიცი, რომ გიყურებთ მიშა ხართ თუ არა, – მიმართავს გიორგი გაბუნია ირაკლი კობახიძეს.

ბევრ რამეს, რასაც გავიგებთ გახარიაზე, ჩვენ ვიგებთ “ქართულ ოცნებაზე” – ამ რეპლიკით მიმართა გაბუნიამ კობახიძეს.

კომენტარები
იტვირთება...