გაბუნია: იესოს და მის დედას უფრო ნაკლები დამცველი ჰყავს საქართველოში, ვიდრე პუტინს და მის დედას

ამის შესახებ, ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ რუსთაველის გამზირზე, გადაცემა “სირცხვილიას” ეთერში განაცხადა,

“იესოს და მის დედას უფრო ნაკლები დამცველი ჰყავს საქართველოში, ვიდრე პუტინს და მის დედას. პუტინზე და მის დედაზე, რაც მოხდა… ვითომ,ხომ იცავდნენ ჩემგან ღვთისმშობელს, თან არ არ დაგვავიწყდეს ჩვენ ხომ ღვთისმშობლის წილხვედრილი ერი ვართ და არა პუტინის და მისი დედის.

პუტინის და მისი დედის გინებამ ბევრად მეტი აგრესია გამოიწვია, რასაც აკეთებს ყველა, უბრალოდ მე ეკრანიდან გავაკეთე ეს. მე ვთვლი, რომ ვთქვი ყველას სათქმელი და ეს არ იყო შეცდომა. ერთი წამითაც არ მიფიქრია ბოდიშის მოხდა”, – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

“ძალიან ბევრჯერ დამისვეს კითხვა, ის, რაც ვთქვი პუტინის მისამართით პირდაპირ ეთერში ეს იყო თუ არა შეცდომა და მოვიხდიდი თუ არა ბოდიშს? – არავითარ შემთხვევაში, არა!

მე, რომ ჩამეთვალა ეს შეცდომა იყო, მაშინ ბოდიშს მოვიხდიდი. მესმის, ჩემი მონოლოგის ბოლო ბოლო ნაწილი მძიმე იყო, როდესაც პუტინის მშობელზე ვთქვი, მათი საფლავი ვახსენე. მესმის, ეს ძალიან მძიმეა, მაგრამ ამ მომენტში მე მახსენდება ის საფლავები, რომელიც შეგნებულად რუსმა ჯარისკაცებმა შეურაცხყვეს. გიორგი ანწუხელიძე ქართველების საფლავზე დააკლეს. რომელი უფრო დიდი შეურაცხყოფაა ის, რაც გააკეთეს რუსებმა ქართველების საფლავებზე თუ ის, რაც გავაკეთე მე ერთმა ჟურნალისტმა.“ – თქვა რუსთაველის გამზირზე გიორგი გაბუნიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...