გაბუნია “გირჩის” პერფორმანსზე: ეს არის ათეისტური ფანატიზმი და აქედან ერთი ნაბიჯია ჩეკისტობამდე

„ეს იყო ყოვლად გაუგონარი, შემზარავი ფორმის და შინაარსის სინთეზი, რომელსაც ვერ გაამართლებს ვერავითარი მაღალი პოლიტიკური ტემპერატურა“,- ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის წევრი, ზაზა გაბუნია პოლიტიკური პარტია „გირჩის“ პერფორმანსს, რომელიც აქტივისტებმა გუშინ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის სახლთან გამართეს.

ზაზა გაბუნიას თქმით, პოლიტიკური მიზნებისთვის ხატებისა და პატრიარქის შეურაცხყოფა არავითარ პოლიტიკურ დიაგნოზს და კომენტირებას არ ექვემდებარება.

„არ ვიცი, რა უნდა ითქვას პოლიტიკური მიზნებისთვის ხატების შეურაცხყოფის საკითხზე. არ ვიცი, რა უნდა ითქვას პოლიტიკური მიზნებისთვის პატრიარქის შეურაცხყოფის საკითხზე, ყველა ვითარებაში, რა ხარისხის სიმწვავე, სირთულე და ტემპერატურაც უნდა იყოს, არსებობს დაწერილი და დაუწერელი წესები, რომლის დაცვა პროცესს ხდის გასაგებს, მიუხედავად პროცესის სიმწვავისა და სირთულისა. ის, რაც ჩვენ გუშინ ვნახეთ, ეს იყო სიბნელე, შემზარავი ცინიზმი, ეს არის ათეისტური ფანატიზმი და მაქედან ერთი ნაბიჯია ჩეკისტობამდე. პოლიტიკური ბრძოლაც, პოლიტიკური კონკურენციაც ასეთ დროს ფასს და ღირებულებას კარგავს“,- განაცხადა დეპუტატმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად