გაბუნია “ენმ”-ზე: ოკუპანტის გენერლებს მძღოლებად დაუდგნენ და კაციშვილმა არ იცის, კიდევ რით ასიამოვნებდნენ მათ

“მინდა დაბეჯითებით ვთქვა, რომ საქართველო ხელისუფლება, “ქართული ოცნება“ და ჩვენი საზოგადოება, იქნება შეუვალი და შეურიგებელი რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ, განსხვავებით იმ პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებისგან, რომლებიც ოკუპანტის გენერლებს მძღოლებად დაუდგნენ და კაციშვილმა არ იცის, კიდევ რით ასიამოვნებდნენ მათ. ამ ადამიანებისგან ჩვენი სახელმწიფოს შესახებ რჩევებს არ მივიღებთ, რადგან მათ წარმოდგენა არ აქვთ სახელმწიფო ინტერესებზე”.

ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა გაბუნია საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრის სალომე სამადაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, სადაც ოპოზიციონერმა დეპუტატმა საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში რუსული გავლენების გაზრდის მიზანმიმართულ პოლიტიკაში დაადანაშაულა.

ზაზა გაბუნიამ სალომე სამადაშვილის განცხადებებს “იაფფასიანი და “ფსევდოპატრიოტული” უწოდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...