გაბუნია:ჩვენი რეგიონების თანაბარი განვითარება და ადგილობრივი მოსახლეობისთვის უფრო ხელსაყრელი გარემოს შექმნა მნიშვნელოვანია

ზაზა გაბუნიამ ინსტიტუციური დიალოგის გენერალური ფორუმი გახსნა.
საქართველოს პარლამენტი სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის გენერალურ ფორუმს მასპინძლობს. ღონისძიების ფარგლებში ცენტრალური ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის 120-ზე მეტი წარმომადგენელი ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის მიმდინარეობას განიხილავენ. ინსტიტუციური დიალოგის მესამე ფორუმი, რომელიც პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ინიციატივით იმართება, კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა გაბუნიას მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა.

“დღეს საქართველოს პარლამენტი მასპინძლობს სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის გენერალურ ფორუმს, რომლის მთავარ თემას დეცენტრალიზაციის რეფორმა წარმოადგენს, ხოლო საკუთრივ ფორუმი კი საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების 100 წლისთავს და პოსტსაბჭოთა პერიოდში დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებიდან 20 წლისთავს ეძღვნება. 100 წლის წინ ჩვენ აღვიდგინეთ დამოუკიდებლობა და ეს უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური და სამართლებრივი აქტი ქართველი ხალხის ნებასთან ერთად რეფორმების გატარების და განხორციელების მზადყოფნას ეფუძნებოდა.

დღეს ჩვენ კვლავ ვიკრიბებით დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტის შენობაში და ჩვენს წინაშე კვლავ დგას რეფორმების განხორციელების აუცილებლობა. სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგი როგორც ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის მაღალი დონის საკონსულტაციო მექანიზმი გახლავთ შესაძლებლობა იმისა, რომ ერთ სივრცეში ვიმსჯელოთ თვითმმართველობისთვის მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებზე. ჩვენ გვაქვს ძალიან ხელსაყრელი შესაძლებლობა სიღრმისეულად გავიაზროთ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ასე ღირებულია ჩვენი რეგიონების განვითარებისთვის და ჩვენი თვითმმართველობებისთვის. ყველა საკითხი რომელიც ასე მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონებისთვის თავს იყრის ერთი ტერმინის ქვეშ და ეს გახლავთ – დეცენტრალიზაცია. ეს არის მნიშვნელოვანი რეფორმა ჩვენი ხელისუფლების გეგმებში არსებულ რეფორმათა შორის, იმიტომ რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონების თანაბარი განვითარება და ადგილობრივი მოსახლეობისთვის უფრო ხელსაყრელი გარემოს შექმნა“, – განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად