#გაატარეზაფხულისაქართველოში კამპანიის ფარგლებში დღეს ანსამბლი ადილეი კონცერტს გამართავს

#გაატარეზაფხულისაქართველოში კამპანიის ფარგლებში ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ეზოში დღეს ანსამბლი ადილეი კონცერტს გამართავს. მგალობელ-მომღერალთა გუნდი „ადილეი“ 2012 წლის დეკემბერში ჩამოყალიბდა. პირველად მსმენელის წინაშე კი წარსდგა 2014 წლის გაზაფხულზე და მას შემდეგ აქტიურად ჩაება საკონცერტო მოღვაწეობაში.

აღსანიშნავია კონცერტები: ტრადიციული მრავალხმიანობის VII და IX საერთაშორისო სიმპოზიუმებზე, სოლო კონცერტი თბილისის კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში („საახალწლო მუსიკალური შეხვედრები“), რუსთავის მე-5 ქალთა დაწესებულებაში, შეხვედრა-კონცერტები ცნობილ უცხოელ მუსიკოსებთან – იორდი სავალისთან (Jordi Savall), სერჯიო აზოლინისთან (Sergio Azzolini), ელიზაბეთ ლეონსკაიასთან (Elisabeth Leonskaja) და ა.შ.
„ადილეის“ ჩატარებული აქვს კონცერტები, ვორქშოფები და სემინარები იტალიაში, გერმანიაში, ბელგიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.
„ადილეის” გამოცემული აქვს CD ალბომი, ვინილის ფირფიტა და სასწავლო ჩანაწერები.
სახელწოდება „ადილეი“ შეირჩა დასავლური სიმღერებისთვის დამახასიათებელი სამღერისიდან და ზუსტად ესადაგება ანსამბლის რეპერტუარს. გარდა ამისა, „ადილეი“ არის მგზავრული სიმღერა, რომელიც ასოცირდება მოძრაობასთან და წინსწრაფვასთან.
„ადილეის“ რეპეტუარის მთავარი წყარო ძველი ჩანაწერებია. გუნდი ცდილობს ,,მოირგოს” ეს სიმღერები, შექმნას და შეასრულოს მათი ახლებური ვარიანტები.
ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი თბილისურ ანსამბლებთან ერთად კამპანიაში #გაატარეზაფხულისაქართველოში კონცერტებს ტურისტებისთვის (და არამხოლოდ მათთვის), 15 ივლისიდან 30 სექტემბრამდე ყოველ ორშაბათს, 20 საათზე, ფოლკლორის ცენტრის ბაღში მართავს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...