„გაატარე ზაფხული საქართველოში“ – ხევსურეთსა და ხევში პრეს-ტური მოეწყო

„გაატარე ზაფხული საქართველოში“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ხევსურეთსა და ხევში პრეს-ტური გაიმართა. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

სხვადასხვა მედია საშუალების 30-მდე წარმომადგენლებმა ხევსურეთში ჩირდილის ბანაკი დაათვალიერეს, მოინახულეს არტჰაუსის სახელოსნო და მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივ კულინარიულ და ტრადიციულ ხელსაქმის მასტერკლასში.

ტურის მონაწილეებმა სოფელ როშკადან აბუდელაურის ტბებამდე ფეხით რთული მონაკვეთი დაფარეს. მწვანე და ლურჯი ტბა ზღვის დონიდან 2812 მეტრზე მდებარეობს.

ხევსურეთის მონახულების შემდეგ პრეს-ტურის მონაწილეები ყაზბეგის მუნიციპალიტეტს ეწვივნენ, დაათვალიერეს ჯუთა, ასევე იმყოფებოდნენ ჭაუხების ძირში.

მთათა მასივი ჭაუხები მრავალი მწვერვალისგან შედგება. სახელობითი მწვერვალები ცნობილი ქართველი ალპინისტების სახელებს ატარებენ. მათ შორისაა მუხაძის, თიკანაძის, რჩეულიშვილის სახელობის მწვერვალები.

„შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით 30-მდე ჟურნალისტს საშუალება მივეცით ენახათ და გადაეღოთ საქართველოს ერთ-ერთ ულამაზესი ადგილები: ხევსურეთი და ჯუთა. მათ მოინახულეს აბუდელაურის ტბები, ჭიუხები და სხვა ადგილები. უმნიშვნელოვანესია, რომ საქართველოს მოქალაქეებს გავაცნოთ ჩვენი ქვეყანა, მისი სილამაზე. წელს და არამარტო წელს მნიშვნელოვანია, რომ გავატაროთ ზაფხული საქართველოში.“ -განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...