“გააღვიძე ოლიგარქი” – აქცია შეკვეთილში ბიძინა ივანიშვილის სახლთან

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები და მხარდამჭერები შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის საცხოვრებელ სახლთან აქციას მართავენ.

“გააღვიძე ოლიგარქი” ამ სახელწოდებით აქციის მონაწილეები საყვირებით “ქართულო ოცნების” დამფუძნებელისთვის დისკომფორტის შექმნას ცდილობენ. შეკრებილებს შორის არიან მოშიმშილეებიც, რომლებსაც ტერიტორიაზე კარვები აქვთ გაშლილი და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას ითხოვენ.

საპროტესტო აქცია შეკვეთილში მესამე კვირაა გრძელდება

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად