G20-ის ქვეყნების ლიდერებმა პლანეტის მთავარ პრობლემად მასობრივი მიგრაცია დაასახელეს

იაპონიის ქალაქ ოსაკაში G-20-ის სამიტი დასრულდა. დასასრულს, სამიტში მონაწილე ქვეყნების ლიდერებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომლის მიხედვითაც მასობრივი მიგრაცია მთავარ პრობლემას წარმოადგენს. დოკუმენტი G20- ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

G20-ის ქვეყნების ლიდერებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მასობრივი მიგრაციის პრობლემის მოსაგვარებლად საერთო ზომების მიღებაა საჭირო.

“ლტოლვილთა გადაადგილება ჰუმანიტარული, პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური შედეგების გამო შეშფოთებას იწვევს. მნიშველოვანია ერთობლივი ქმედების განხორციელება და ჰუმანიტარულ საჭიროებებზე დროული რეაგირება”, – ნათქვამია მსოფლიო ლიდერების ერთობლივ განცხადებაში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ G-20-ის ქვეყნებმა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის, გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის, (UNHCR) ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) შესაბამისი ანგარიშები გაითვალისწინეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად