FoxNews-ი გიორგი გახარიასთან ინტერვიუს აქვეყნებს: რატომ არ დაფიქსირდა საქართველოში Covid19-ით სიკვდილი

“შორს ვართ იმის თქმისგან, რომ ვირუსის გავრცელება შეჩერებულია, მაგრამ ჩვენ მაქსიმუმი გავაკეთეთ იმისათვის, რომ ეს პროცესი შეგვეფერხებინა” – გავლენიანი ამერიკული მედია Fox News საქართველოს პრემიერთან, გიორგი გახარიასთან ინტერვიუს აქვეყნებს.

” გვჯერა, რომ სიტუაცია დასტაბილურდება. გავაგრძელებთ ექსპერტებთან მუშაობას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ლუგარის ლაბორატორიაში და ჯანმრთელობის სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რათა განვსაზღვროთ, თუ როდის შეგვეძლება საქართველოს ხელახლა გახსნა” – აღნიშნავს გიორგი გახარია.

საქართველოს პრემიერის თქმით, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოსთვის ყველაზე მთავარი სწრაფი, გადამწყვეტი და მკაფიო გადაწყვეტილებების მიღება იყო, მათ შორის თამიმდევრული კომუნიკაცია ჩვენს მოქალაქეებთან.

“მარტივი არ იყო ქვეყნის დახურვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ეს ნამდვილად ბევრად იოლია ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ვიდრე მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვის. დავიწყეთ აგრესიული გადაწყვეტილებით, დავიწყეთ მნიშვნელოვანი სოციალური შეკრებების აკრძალვა, დავხურეთ სკოლები და დავაწესეთ თვითიზოლაცია. ათასობით ჩვენი მოქალაქე გადავიყვანეთ საკარანტინე ობიექტებზე და ღამით გადაადგილება სრულად ავკრძალეთ.

ცხადია, ვაცნობიერებთ, რომ COVID-19 თავის უდიდეს კვალს დაატყობს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას და სოციალურ ქმედებებს. მსოფლიო ეკონომიკაზე უაღრესად ნეგატიურად აისახება, რაც უკვე ცალსახად ჩანს” – აცხადებს გიორგი გახარია Fox News-თან.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად