Fox News: დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებისთვის ყოველწლიური მიღება აკრძალა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტების მიღება აკრძალა, რომელიც ყოველწიურად იმართება. ინფორმაციას ტელეარხი Fox News-ი ავრცელებს.

თეთრ სახლში ჯერჯერობით ჟურნალისტების მიღების გაუქმებას არ ადასტურებენ.

როგორც ტელეარხი აღნიშნავს, მიღებას ტრადიციულად საპრეზიდენტო აუდიტორიის ჟურნალისტები, ასევე ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში მომუშავე სხვადასხვა მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიების ფარგლებში ჟურნალისტებისთვის შვედური მაგიდა იყო გაწყობილი, მათ ასევე თეთრი სახლის ირგვლივ გასეირნების საშუალება ჰქონდათ. ღონისძიებას ასევე აშშ-ს პირველი ლედი ან პრეზიდენტის ოჯახის სხვა წევრები ესწრებოდნენ.

ტელეარხის თანახმად, ღონისძიების მთავარი უპირატესობა სახელმწიფოს მეთაურსა და პირველი ლედისთან ფოტოსურათის გადაღება იყო. შარშან, თეთრ სახლში მიღება გაიმართა, მაგრამ დონალდ და მელანია ტრამპს ჟურნალისტებთან ფოტოსურათი არ გადაუღიათ. პრეზიდენტი მხოლოდ სიტყვით გამოვიდა.

აგვისტოში დონალდ ტრამპმა მედია ყალბი ახალი ამბავის გავრცელებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა. აშშ-ს პრეზიდენტის განმარტებით, პრესამ ის უნდა დაწეროს, რაც სურს და საჭიროა, თუმცა მისი განმარტებით, ზოგიერთი მედიასაშუალება დეზინფორმაციას მიზანმიმართულად ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...