Fox: აშშ 35 მლნ დოლარს გადაუხდის იმ პოლიციელებს, რომლებიც ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ საპროტესტო აქციების ფონზე გადადგნენ

მინეაპოლისის ხელისუფლება აპირებს საშუალოდ 175 ათასი დოლარის ანაზღაურება გადაუხადოს თითოეულ იმ პოლიციელებს, რომლებიც ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ საპროტესტო აქციების ფონზე გადადგნენ. ამის შესახებ ხუთშაბათს, Fox News–მა განაცხადა.

მისივე თქმით, საუბარია მინიმუმ 200 სამართალდამცავსა და მეხანძრეზე, ხოლო გადასახდელების ჯამური ოდენობა 35 მილიონი დოლარი იქნება. მითითებულია, რომ მათი უმეტესობა სამსახურს დაზიანების ან პოსტტრავმული სტრესის შედეგად ტოვებს. გადახდები განხორციელდება რამდენიმე წლის განმავლობაში.
ტელეარხის ინფორმაციით, მასობრივი გათავისუფლებების შემდეგ, ქალაქში დანაშაულის ზრდა დაფიქსირდა.

 

ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ შეერთებულ შტატებში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, რასაც თან ახლდა ბუნტი. სიმშვიდის აღსადგენად, ეროვნული გვარდია ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს შეუერთდა. დაახლოებით 40 ქალაქში, მათ შორის ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში, დაწესდა კომენდანტის საათი. ფლოიდის ახლობლების მიერ შეტანილი სამოქალაქო სარჩელის განხილვის პროცესში მინეაპოლისის ხელისუფლებამ 27 მილიონი დოლარის ანაზღაურება გადაიხადა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...