Forbes-მა ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი მსახიობების სია გამოაქვეყნა

Forbes-ის მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი მსახიობების სიას აქვეყნებს. ლიდერი ჯენიფერ ლოურენსია, რომლის შემოსავალმაც ბოლო 12 თვის განმავლობაში 46 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

იგი უკვე მეორე წელია, რაც რეიტინგის ლიდერობას ინარჩუნებს, თუმცა გასულ წელს მისი შემოსავალი 11,5%-ით მეტი იყო და 52 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა. ჯენიფერ ლოურენსი მთავარ როლს ასრულებს ფილმების სერია "შიმშილის თამაშებში" (Hunger Games).

მეორე ადგილი რეიტინგში სერიალ "მაიკი და მოლის" ვარსკვლავმა მელისა მაკარტიმ დაიკავა, რომელიც წელს ფილმ "მოჩვენებებზე მონადირეში" (Ghostbusters) ერთ-ერთ მთავარ როლში წარსდგა. Forbes-ის მონაცემების მიხედვით, მისი შემოსავალი წელს, წინა წელთან შედარებით 10 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა და 33 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რისი წყალობითაც მან გადაუსწრო სკარლეტ იოჰანსონს.

იოჰანსონი გასულ წელს რეიტინგში მეორე ადგილს იკავებდა, წელს კი იგი მესამე ადგილზეა. მისმა შემოსავალმა 25 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. სამეულს მოსდევს ჯენიფერ ენისტონი (21 მილიონი დოლარი), ფან ბინბინი (17 მილიონი დოლარი), შარლიზ თერონი (16,5 მილიონი დოლარი), ემი ადამსი (13,5 მილიონი დოლარი), ჯულია რობერტსი (12 მილიონი დოლარი) და მილა კუნისი (11 მილიონი დოლარი).

ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი მსახიობების სიიდან ამოვარდნენ ისეთი მსახიობები, როგორებიც არიან სანდრა ბალოკი, კრისტენ სტიუარტი, რიზ უიზერსპუნი და ქემერონ დიაზი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად