Forbes-მა მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მუსიკოსების ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა

ამერიკულმა ჟურნალმა Forbes – მა მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მუსიკოსების ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა. 2018 წელს ამ კატეგორიაში პირველ ადგილს ირლანდიური ჯგუფი U2 იკავებს, 316 მილიონი დოლარის ანაზღაურებით. ეს დიდწილად Joshua Tree-ს საერთაშორისო ტურნეს უკავშირდება, რომელიც ამავე სახელწოდების ალბომის 30-ე წლისთავს მიეძღვნა.

ლიდერთა სამეულში ასევე შედის ბრიტანული ჯგუფი Coldplay, რომლის ანაზღაურებამ წელიწადში 115 მილიონ დოლარს მიაღწია. ჯგუფის ორწლიანმა ტურნემ, სახელწდებით A Head Full Of Dreams Tour-მა, რომელიც ხუთ კონტინენტზე ჩატარდა, ჯგუფს $ 500 მილიონი მოუტანა და პოპ მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ტურნე გახდა.

სამეულში ასევე შედის მუსიკოსი ედ შირანი, რომლის ანაზღაურება 110 მილიონ დოლარს შეადგენს.

გასულ წელთან შედარებით, ლიდერთა სამეული სრულიად შეიცვალა. გასულ წელს პირველ სამეულს იკავებდა: რეპერი Diddy ($110 მილიონი), ბიონსე ($105 მილიონი) და კანადელი რეპერი Drake ($94 მილიონი).

წელს, ყველაზე მაღალანაზღაურებადი მუსიკოსების სიაში ასევე მოხვდნენ: ბრუნო მარსი ($100 მილიონი), კეტი პერი ($83 მილიონი), ტეილორ სვიფტი ($80 მილიონი), Jay-Z ($76,5 მილიონი), Guns N ‘Roses ($71 მილიონი), როჯერ უოთერსი($68 მილიონი), Diddy ($64 მილიონი).

სტატიის ავტორი თაკო ჩხაიძე
მსგავსი სიახლეები

Forbes-ის წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მუსიკოსების რეიტინგის ლიდერი ჯგუფი U2 გახდა

ამერიკულმა ჟურნალმა Forbes, ყველაზე მაღალანაზღაურებადი მუსიკოსების რეიტინგი გამოაქვეყნა.

Forbes- მა ანგელა მერკელი კვლავ წლის ყველაზე გავლენიან ქალად დაასახელა

ჟურნალ Forbes- მა გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი კვლავ წლის ყველაზე გავლენიან ქალად დაასახელა. ამის შესახებ…

ფიფას ახალ რეიტინგში საქართველოს ნაკრები სამი ადგილით დაწინაურდა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ფიფას რეიტინგში 92-დან 89-ე ადგილზე გადაინაცვლეს.

Forbes-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი, 30 წლამდე ცნობილი ადამიანების რეიტინგის ლიდერი…

ამერიკულმა ჟურნალმა Forbes შეადგინა ყველაზე მაღალანაზღაურებადი ცნობილი ადამიანების რეიტინგი, რომლებსაც ჯერ არ…

გამოკითხვა: დონალდ ტრამპის მუშაობით 60% უკმაყოფილოა

Gallup-ის გამოკითხვების შედეგებით, გამოკითხულთა მხოლოდ 38% აცხადებს, რომ აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტის დონალდ…

ქართველ მეზღვაურებს თურქი გემთმფლობელი სახელფასო დავალიანებას აუნაზღაურებს

27 ნოემბერს ბათუმში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ადმინისტრაციულ…

Forbes-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მომღერლების რეიტინგის ლიდერი წელს კეტი პერი…

ჟურნალმა Forbes, 2018 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მომღერლების რეიტინგი გამოაქვეყნა.

Business Insider-ის ევროპის ყველაზე ძლიერი არმიის რეიტინგში პირველი ადგილი რუსეთმა…

გამოცემამ Business Insider ევროპის ყველაზე ძლიერი 25 არმიის რეიტინგი შეადგინა, რომელშიც რუსეთმა პირველი ადგილი…

ბიზნესის დაწყების სიმარტივით საქართველო მსოფლიო რეიტინგში მეორე ადგილზეა

ბიზნესის დაწყების სიმარტივით საქართველო მსოფლიო რეიტინგში მეორე ადგილზეა, რაც წინა წლების რეიტინგების შედეგებთან…

მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი: საქართველო არის მაღალი ნდობის მქონე ეკონომიკა…

ამის შესახებ მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონი:
კომენტარები
იტვირთება...