ჟურნალ Forbes- მა გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი კვლავ წლის ყველაზე გავლენიან ქალად დაასახელა. ამის შესახებ ინფორმაცია გამოცემის ვებგვერდზე გავრცელდა.
Forbes-ის ვერსიით, წლის ყველაზე გავლენიანი ქალების რეიტინგში მეორე ადგილს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი იკავებს, მესამე ადგილზეა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი კრისტინ ლაგარდი.
გავლენიანი ქალების რეიტინგში ასევე მოხვდა ამერიკელი ტელეწამყვანი ოპრა უინფრი. ის Forbes-ის ვერსიით, რეიტინგში მეოცე ადგილზეა.
ყველაზე გავლენიანი ქალების სიაში ასევე არიან დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II (23-ე ადგილი) და აშშ-ის პრეზიდენტის ქალიშვილი ივანკა ტრამპი (მე -24 ადგილი).