Forbes-ის რუსი მილიარდერების შთამომავლების რეიტინგის ლიდერი “ლუკოილის” პრეზიდენტის შვილია

Forbes-მა რუსი მილიარდერების შთამომავლების რეიტინგი შეადგინა. მასში 20 ბიზნესმენის 48 ბავშვია. თითოეულ მათგანს, მემკვიდრეობით 21,8 მილიარდიდან 2,3 მილიარდი აშშ დოლარი ეკუთვნის.

რეიტინგის ლიდერი კომპანია “ლუკოილის” პრეზიდენტის შვილია, რომელსაც მემკვიდრეობით 22 მილიარდი აშშ დოლარი ეკუთვნის. მეორე ადგილს “ნოვატეკის” და “სიბურის” დამაარსებლის და მფლობელის შვილს ერგო. მისი შვილები ვიქტორია და ვაჟი 2015 წელს დაიბადნენ. ისინი 12,2 მილიარდ აშშ დოლარს მიიღებენ. მესამე ადგილი კი “ნლმკ”-ს მფლობელის ვლადიმირ ლესინის სამ შვილს უკავია. ყოველ მათგან მემკვიდრეობით 7,6 მილიარდი აშშ დოლარი ეკუთვნის.

გასულ წელთან შედარებით, ამავე რეიტინგში მხოლოდ ბოლო ადგილზე გასულის ვინაობა შეიცვალა. რეიტინგის ბოლო ადგილი წელს ჯგუფ “სინარის” და ТМК-ს მფლობელის შვილს ერგო. მისი ადგილის ადრინდელი მფლობელები კი, LetterOne-ისა და “ალფა-ჯგუფის” თანადამაარსებლის ალექსეი კუზმიცევის შვილები მე-18 ადგილზე ჩამოვიდნენ, ვინაიდან, გასული წლის რეიტინგის შედგენიდან მოყოლებული, მას ტყუპი ქალიშვილი შეეძინა და მისი ქონება ახლა უფრო მეტ ნაწილად გაიყოფა.

რეიტინგის შედგენისას არ ყოფილა გათვალისწინებული საქორწინო წილები და თავად რეიტინგში მოხვედრილი ზოგიერთი პირის განცხადება, რომ ისინი არ აპირებენ მთლიანი ქონების შვილებისთვის გადაცემას, ვინაიდან თანხას ქველმოქმედებაში ჩადებენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...