Forbes-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი მსახიობების რეიტინგის ლიდერი სკარლეტ იოჰანსონია

Forbes-ის მიხედვით, წლის ყველაზე მაღალანზღაურებადი ქალი მსახიობი სკარლეტ იოჰანსონი გახდა. 2018 წლის 1 ივნისიდან 2019 წლის 1 ივნისამდე მან 56 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა.

იოჰანსონი აგრეთვე ლიდერი იყო გასული წლის რეიტინგშიც. 2017-2018 წლებში მან 40 მილიონ აშშ დოლარზე მეტი გამოიმუშავა.

რეიტინგის მეორე ადგილს კოლუმბიელი სოფია ვერგარა იკავებს. მან წლის განმავლობაში 44 მილიონი აშშ დოლარის გამომუშავება შეძლო.

რეიტინგის მესამე ადგილს იკავებს მსახიობი რიზ უიზერსპუნი, რომელმაც წლის განმავლობაში 35 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა. მას მოსდევს ნიკოლ კიდმანი 34 მილიონი აშშ დოლარით და ჯენიფერ ენისტონი 28 მილიონი აშშ დოლარით.

პირველად რეიტინგის პირველ ათეულში მოხვდნენ ელიზაბეთ მოსი 24 მილიონი აშშ დოლარით და მარგო რობი 23,5 მილიონი აშშ დოლარით.

Forbes წერს, რომ რეიტინგის პირველი ათეულის წევრებმა, წლის განმავლობაში, მთლიანობაში 314 მილიონ აშშ დოლარზე მეტის გამომუშავება შეძლეს, რაც დაახლოებით 70 მილიონი აშშ დოლარით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად